მიხეილ სააკაშვილი

პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან

irishtimes.com

პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მისვლას ელოდებიან. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე სააკაშვილის რამდენიმე ასეული მხარდამჭერია შეკრებილი.

რამდენიმე საათის წინ, სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქალაქ ჟეშუვში იმყოფება. უკრაინული მედიისვე ცნობით, აქვეა იულია ტიმოშენკო და უკრაინელი დეპუტატების ჯგუფი. საღვარზე წასვლამდე, სააკაშვილი პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებთან ერთად მივა. Украинская правда იტყობინება, რომ ჟურნალისტები ღამით ავტობუსით უკრაინის საზღვარისკენ ვარშავიდან გაემგზავრნენ.

რუსთავი 2-ის ცნობით, საზღვარზე დღეს ვითარება დაიძაბა - ე.წ. ტიტუშკები სააკაშვილის მხარდამჭერების ბანაკისკენ დაიძრნენ, მის მხარდასაჭერად ჩასულმა უკრაინელმა მებრძოლებმა კი მათ შესაჩერებლად ცოცხალი კედელი გააკეთეს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობის გარეშე დატოვა, პოლონეთიდან უკრაინაში შესვლას რადენიმე საათში შეეცდება.

კომენტარები