ლარის გაუფასურება

ქუმსიშვილი: კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე", - ამბობს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ვიცეპრემიერის თქმით, მოსახლეობისთვის უფრო მნისვენლოვანია არ გაიზარდოს პროდუქციისა და სესხის მომსახურებისა ხარჯები. 

"ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა. შესაბამისად, ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ივლისის შემდეგ ვხედავთ, რომ ინფლაციამ დაიწყო შემცირება და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დავუბრუნდებით. ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა", - ამბობს ქუმსიშვილი.

კომენტარები