Flex

აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, სკოლის მოსწავლეებისთვის Flex-ის პროგრამა გამოცხადდა

facebook.com/tbilisi.usembassy

ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "Flex" გამოცხადდა. "Flex" შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

2018-2019 აკადემიური წლისათვის "Flex" პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 80-მდე ფინალისტი. სრულად დაფინანსდება გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 2001 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.

ტესტირებებს ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ჩაატარებენ, ისინი 18 სექტემბერს დაიწყება. იხილეთ ტესტირების განრიგი რეგიონების მიხედვით.

კომენტარები