2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით, უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტი იმყოფება, მეორე ადგილზე კი წელს აგრარულმა უნივერსიტეტმა გადაინაცვლა. 2016 წელს აგრარული უნივერსიტეტი სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ მესამე ადგილზე იყო. წლების განმავლობაში ყველაზე მეტად აგრუნის შედეგები გაუმჯობესდა. ხუთი წლის წინ, სანამ აგრარულში ინვესტიციას ცოდნის ფონდი განახორციელებდა უნივერსიტეტი ოცდაათეულს მიღმა იყო. რეიტინგში, მესამე ადგილზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მეოთხეზე კი თსუ იმყოფება. რეიტინგის მიხედვით, ილიაუნი მეთორმეტე, ტექნიკური უნივერსიტეტი კი ოცდამერვე ადგილზეა.

thedailysheeple.com
tbl.ge/2hm1
დაკოპირდა
თავისუფალი უნივერსიტეტიაგრარული უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიილიაუნიდავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტიპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიკავკასიის უნივერსიტეტიGIPAგანათლება
ამავე თემაზე
- 2025 წელს სტუდენტი 31 704 აბიტურიენტი გახდა – ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
- ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგი ცნობილია – სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა
- NAEC-მა ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - დეტალურად
- სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება




