ხანძარი

შსს: სოფელ შილდასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შსს

შსს-ს ინფომაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ყვარლის გარდა ხანძარი საქართველოში კიდევ სამ ადგილას არის. თელავში, მთათუშეთში და ჯუთაში. ოთხივე ადგილას ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრეები ვერტმფრენებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. 

"ათეულობით მეხანძრე–მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია - საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები