ხანძარი ახალციხის რაიონში

შსს: ახალციხის რაიონში ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა

გუშინ საღამოს ახალციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინსიტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი. ასევე შს მინისტრის გადაწყვტილებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
უწყების ინფრომაციით, „შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.“ - წერია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხის რაიონ სოფელ სვირში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. სოფელ სვირში წიწვოვანი ტყის მასივი იწვის. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები