საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია 150 წლის გახდა

Facebook/ Evangelical-Baptist Church of Georgia

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია 150 წლის გახდა. 1867 წელს, 20 აგვისტოს გერმანელმა მისიონერმა მარტინ კალვეიტმა თბილისში, მდინარე მტკვარში მალაკნების თემის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიკიტა ვორონინი მონათლა. 

მარტინ კალვეიტი (1833-1918) მაშინდელი რუსეთის იმპერიის სამხრეთში მისიონერად იყო ჩამოსული.

 



150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გუშინ დილით მშვიდობის კათედრალის წინამძღოლები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავიდნენ, სწორედ იქ, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველი ნათლობა მოხდა. 

მომლოცველებმა მტკვარში თეთრი ვარდები ჩაყარეს და ეკლესიისა და ქვეყნისთვის ლოცვები აღალვლინეს.

კომენტარები