ავსტრია

ავსტრიაში მანქანაში დატოვებული 2 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, სიცხის გამო გარდაიცვალა

P e z i / Wikipedia

ავსტრიის ქალაქ ბლუდენცში, 17 წლის დედამ 2 წლის შვილი ცხელ ამინდში მანქანაში რამდენიმე საათით დატოვა, დაბრუნებულს კი ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ბავშვის სიკვდილის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი ავსტრიის ქალაქ ტიროლიდან ბლუდენცში მეგობართან ერთად ჩავიდა. ჩასვლისთანავე, ბავშვის დედა და მისი მეგობარი სახლში ავიდნენ და დაიძინეს, ბავშვი კი ავტომობილში დატოვეს. დედის თქმით, ბავშვს გზაში დაეძინა და მას კი მისი გაღვიძება არ უნდოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ქალი შვილის სახლში ასაყვანად დაბრუნდა, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

გამოძიების ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, გარდაცვლილი ბავშვის დედას და მის მეგობარს განზრახვის გარეშე, გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ.

კომენტარები