ალკოჰოლური სასმელი

რა დაგიჯდებათ ლუდის დალევა სხვადასხვა ქვეყანაში

Inside.com

დოიჩე ბანკის ანალიტიკოსებმა შეაგროვეს ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა ჯდება სხვადასხვა ქვეყანაში ნახევარი ლიტრი ლუდის შეძენა.

კვლევის მიხედვით ლუდი ყველაზე იაფი პრაღაშია, მისი შეძენა 1.30 ამერიკულ დოლარად შეგიძლიათ, იოჰანესბურგში ის 1.70 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ, ლისაბონში კი 2 ამერიკული დოლარი. ნახევარი ლიტრი ლუდი უფრო ძვირია ნორვეგიაში, მისი შეძენა 9.90 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ, სინგაპურში ლუდს 9 ამერიკული დოლარად შეიძენთ, ხოლო ჰონგ კონგში ის 7.70 ამერიკული დოლარი ღირს.

ამერიკაში ნახევარი ლიტრი ლუდის ფასი ყველაზე მაღალი ნიუ იორკშია, ის საშუალოდ 7.40 ამერიკული დოლარი ღირს, მას მოსდევს ბოსტონი 7.20 ამერიკული დოლარით.

კომენტარები