შსს

შსს: 44 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შეძენა-შენახვის გამო, 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების კრიმინალურმა პოლიციამ გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში ერთი პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული ფ.გ.-ის პირადი და სახლის ჩხრეკისას 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

კომენტარები