ირანი-ისრაელის ურთიერთობა

ირანის ნაკრებმა ორი ფეხბურთელი თელ-ავივის მაკაბის წინააღმდეგ თამაშის გამო მოკვეთა

მასუდ შოჯაი
Getty Images

ირანის ფეხბურთის ფედერაციამ, ქვეყნის მთავრობის დავალებით, ირანის საფეხბურთო ნაკრებიდან მასუდ შოჯაი და ეჰსან ჰაჯსაფი სამუდამოდ მოკვეთა.

ირანის სპორტის სამინისტრო განმარტავს, რომ ფეხბურთელების ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზი ფეხბურთელების მიერ 3 აგვისტოს თელ-ავივის მაკაბის წინააღმდეგ თამაში გახდა. ირანი კი ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებს და ქვეყნის ყველა სპორტსმენს ისრაელელი კოლეგების წინააღმდეგ თამაშს უკრძალავს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი ბერძნული კლუბ პანიონისში თამაშობენ და მაკაბის წინააღმდეგ მათ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს.

"მასუდ შოჯაისა და ეჰსან ჰაჯსაფის ირანის ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოიძახებენ, რადგან მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს", - აცხადებს ირანის სპორტის მინისტრი.

ცნობისთვის, მასუდ შოჯაი ირანის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო და ნაკრების მაისურით 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ეჰსან ჰაჯსაფის კი ნაკრების 84 შეხვედრაში აქვს დაცული.

კომენტარები