მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში დამხრჩვალი მეორე გოგონას ცხედარიც იპოვეს.
ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ 12 წლის გოგონები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ. ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.
უბედური შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მაშველებმა მდინარიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი მაშინვე ამოიყვანეს, მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები კი, გუშინდლამდე გრძელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





