ავტოავარია

ქუთაისში ავტოავარიამ ქვეითი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იმსხვერპლა

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ავარიას 60 წლამდე ქალის სიცოცხლე შეეწირა. მას სავარაუდოდ გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა. 

გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".

კომენტარები