შსს

შსს: დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის უკრაინის მოქალაქე დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს. 

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტრამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით,  უკრაინის მოქალაქე,  1983 წელს დაბადებული  მ.მ. ბათუმში  დააკავეს,"- წერია შსს-ის განცხადებაში. 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

კომენტარები