ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გუდაუთაში მომხდარი აფეთქების მოკვლევას დაიწყებს

Reuters

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოესთან (არსაულთან) სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების ფაქტზე მოკვლევას დაიწყებს.

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოძიების მთავარ სამმართველოს დავალება მისცა აღნიშნული ფაქტის მოკვლევა ჩაატარონ. ამჟამად აფხაზეთის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის ხაზით ვადგენთ მომხდარის გარემოებებს, ვაზუსტებთ დაშავებული და დაღუპული რუსეთის მოქალაქეების შესახებ მონაცემებს", - თქვა კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 35 რუსტი ტურისტია.

მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 42 ადამიანი გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი, 11 კი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათივე ცნობით, შემთხვევას ორი რუსი ტურისტი ემსხვერპლა.

კომენტარები