კრიმინალი

სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ნაფიცმა მსაჯულებმა ანგარებით განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. სასამართლომ სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის მკვლელობისთვის, გ.გ-ს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა სავალუტო ჯიხურში მომუშავე კ.დ.-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვა თანხა, რაზეც კ.დ.-მ უარი განუცხადა და გაქცევა სცადა. ამ დროს, გ.გ-მ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა. სროლების შედეგად მიღებული დაზიანებებით კ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.გ. მიიმალა, თუმცა იგი 2016 წლის 11 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები