უბედური შემთხვევა

ჩაქვში, სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

metro.us

ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინტერპრესნიუსი წერს, რომ მეზობლების ვარაუდით, სახლი სიძველის გამო ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები