ე.წ ციანიდის საქმე

სოსო ოხანაშვილის თქმით, გველის შხამის მოპოვება თეთრუაშვილმა მასაც სთხოვა

სოსო ოხანაშვილი

ე.წ ციანიდის საქმის დღევანდელ სასამართლოს პროცესზე მოწმის სახით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხეს. ოხანაშვილმა სასამართლოს ჩვენება Skype-ით მისცა.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის მტკიცებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა გველის შხამის მოპოვება მასაც დაავალა. ოხანაშვილის თქმით, მან თეთრუაშვილს შემოთავაზებაზე უარი უთხრა.

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ დეკანოზი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. ციანიდის საქმის პროცესები სრულად არის დახურული. 

კომენტარები