შსს

შსს: საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

timer.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ. შსს-ის ცნობით, მათ მოძრაობის წევრებს განუმარტეს ის "რისკები და საფრთხეები", რომლებიც მათ ინიციატივას, დაიცვან საოკუპაციო ზოლი, უკავშირდება.

"აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - "ძალა ერთობაშია" ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,"- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. 

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" მიზანია საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების აქტივობის დაკვირვება და საზოგადოების დროული ინფორმირება.

კომენტარები