თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ა.ტ. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
„დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43 T 23/2005 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.“- წერია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
ამჟამად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ინტერპოლით ძებნილი