ე.წ. ციანიდის საქმე

ადვოკატი: ზეწოლის გამო, ფირცხალავა ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეებს მისცემს

ე.წ. კორტების საქმეში ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელს ირაკლი ფირცხალავას დღეს მაგისტრი მოსამართლეები ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის რანგში დაკითხავენ. ადვოკატი ამბობს, რომ ფირცხალავა გუშინ უნდა დაეკითხათ, თუმცა, ეს დაკითხვას კი არა ზეწოლას და დაშინებას უფრო ჰგავდა. მისივე თქმით, ფირცხალავამ გამომძიებელს ჩვენება არ მისცა და მოითხოვა, რომ მაგისტრმა მოსამართლეებმა დაკითხონ.

ირაკლი ფირცხალავამ მოსამართლეებს ჩვენება უნდა მისცეს ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის შესახებ. ფირცხალავა ამბობს, რომ მამალაძე სუს-ის აგენტია. მამალაძე მსჯავრდებულ ფირცხალავას ზემოქმედებასა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს.

ამასთან, ირაკლი ფირცხალავა და ე.წ. კორტების საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი ცააძე უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ.

პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვას ან მის დაყოლიებას ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები