ტრანსპორტირება

საგამოძიებო: ზედნადების გარეშე ფიცრის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 22 მ3 საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, ხოლო მეორე შემთხვევაში 13 მ3 საქონლის ტრანსპორტირების ფაქტებს.

"ამოღებულია ხე - ტყის მასალა და სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ხე - ტყის მასალის წარმომავლობისა და დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების გამოვლენა - მხილების მიზნით", - წერია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2003 პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

კომენტარები