გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: Stadler-ი საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შვეიცარიული კომპანია Stadler Rail საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნითაა დაინტერესებული. პრემიერის თქმით, დღეს ეკონომიკის მინისტრი Stadler-ის პრეზიდენტთან ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივებს შეისწავლის. 

"შტადლერ რეილ ეიჯის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით დღეს შტადლერის კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრტან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწვალის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობებს. კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა და ჩვენ ვფიქრობთ რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშნელოვანი დასტური იმისა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი", - ამბობს პრემიერი.

Stadler მატარებლების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ევროპული კომპანიაა. მას აქვს ქარხნები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, ბელორუსსა და უნგრეთში. კომპანიას 6 ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავს. 

საქართველოს რკინიგზამ ახალი მატარებლები სწორედ Stadler-ისგან შეიძინა.

კომენტარები