ყაჩაღობა

შსს: კასპის რაიონში ასაკოვან ქალზე ყაჩაღობის მცდელობაში ბრალდებული დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში ასაკოვან ქალზე ყაჩაღობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებული 1985 წელს დაბადებული გ.გ.-ია, რომელიც ასაკოვან ქალს საკუთარ სახლში თავს დაესხა და ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით),"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები