პაკელიანის საქმე

პაკელიანის საქმის გამო პოლიციის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Nino Pakeliani/Fb.com

შოთა პაკელიანის საქმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ- 333- მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს. შსს- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ- 260- მუხლის მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა .- აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს დაკავებულის ცემასა და მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებნენ, შსს-ში კი ამბობდნენ, რომ პაკელიანი მიმალვის მცდელობისას წაიქცა და სახის, ხელისა და მუხლის არეში დაზიანებები მიიღო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ეწერა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობისას გადაყლაპა, და შეუძლოდ ამის გამო გახდა.

 

კომენტარები