საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი არამოსამართლე წევრი აირჩია. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ირმა გელაშვილის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა 34 პირს სურდა.
ახლადარჩეული კანდიდატები ჩაანაცვლებენ ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, ვახტანგ თორდიას და გოჩა მამულაშვილს.





