საფრანგეთი

პარიზში, ელისეის მინდვრებზე პოლიციის ფურგონს ავტომანქანა შეეჯახა

Reuters

პარიზში, ელისეის მინდვრებზე პოლიციის ფურგონს ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომანქანა აფეთქდა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შეირაღებული იყო. პოლიციამ ის უკვე დააკავა.

ელისეის მინდვრებზე, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მარინის თეატრის მიმდაბარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ ეტაპზე უცნობია აქვს თუარა მომხდარს ტერორიზმთან კავშირი.

კომენტარები