შსს

შსს: პოლიციელებს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან კანონი არ დაურღვევიათ

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისში მისულ პოლიციელებს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევიათ. შსს-ს პრესსამსახურში საქმის გადამოწმების შემდეგ ტაბულას განუცხადეს, რომ პოლიციელთა მიერ სავაჭრო პალატის თანამშრომლებთან გასაუბრება კანონის სრული დაცვით წარიმართა, თუმცა თავად სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებული წერილიდან ირკვევა, რომ ამ პირებმა უარი თქვეს ვინაობის გამხელასა და სამსახურებრივი მოწმობების ჩვენებაზე და მათ პოლიციელის ფორმები არ ეცვათ. სავაჭრო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ორგანიზაციის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ჩვენებას მოითხოვდნენ.

მომხდართან დაკავშირებით სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ შსს მინისტრს სპეციალური წერილიც გაუგზავნა. 

ფადი ასლის წერილი გიორგი მღებრიშვის:

ბატონო გიორგი ამ წერილს გწერთ, რათა გაცნობოთ რომ დღეს პოლიციის ორი თანამშრომელი ჩვენს ოფისებში იმყოფებოდა. მათ უარი თქვეს ვინაობის გამხელასა და პოლიციელის სამსახურებრივი მოწმობის ჩვენებაზე. 

ისინი მოითხოვდნენ ჩვენი უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ჩვენებას იმ მოტივით, რომ ოფისის მიმდებარედ მომხდარი კრიმინალური შემთხვევის ამსახველი მასალის ნახვა უნდოდათ. თუმცა ჩვენ ოფისის მიმდებარედ არაფერი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ გვსმენია. 

ისინი გადაადგილდებოდნენ შკოდის მარკის ვერცხლისფერი ავტომობილით, რომელიც ჩვენი ოფისიდან საკმაოდ შორის იყო გაჩერებული, რის გამოც ჩვენმა თანამშრომლებმა მათი ავტომობილის ნომრების დაფიქსირება ვერ მოასწრეს.

მათ შენობა ვერცხლისფერი შკოდის მანქანით დატოვეს, რომელიც ოფისი მოშორებით იდგა, ამიტომ მანქანის ნომრის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ეს ვიზიტი საკმაოდ საეჭვოა და მას ჩვენს ბოლო განცხადებას ვუკავშირებთ, რომელშიც მთავრობისგან "უკონტროლო ელემენტების" მიერ საერთაშორისო კომპანიებზე თავდასხმების გახშირებულ შემთხვევებზე ვსაუბრობდით.

ნებისმიერ დროს საპასუხო აგრესიას ველოდები. მივმართავ საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იზრუნონ ICC-ის თანამშრომლებისა და ჩემს უსაფრთხოებაზე.

კომენტარები