ავტოსაგზაო შემთხვევა

მდინარე ვერეს ხეობაში ავტომობილი გადავარდა

მდინარე ვერეს ხეობაში ავტომობილი გადავარდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მანქანაში მყოფი 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. 

გამოძიება შსს-მ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები