რეპერების დაკავება

ელენე ხოშტარია რეპერების დაკავებაზე: არ შეგრჩებათ ეს ამბავი

რაც უფრო მეტ დეტალს ვიგებ რეპერების საქმეზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ძალიან ცუდ ამბავთან გვაქვს საქმე. ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, არ შეგრჩებათ ეს ამბავი!

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება "Birja Mafia"-ს რეპერების დაკავებას. რეპერებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, თუმცა დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან მათ თავიანთ ბოლო კლიპში პოლიციელი გააშარჟეს. ორივე მათგანს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები