ტერორიზმი

თეირანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

EPA

თეირანში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

დღეს დილით, შეიარაღებული პირები ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში შეიჭრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმებში 3 ან 4 ადამიანი მონაწილეობდა. პარლამენტში ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა დაცვის თანამშრომლები, არიან დაჭრილებიც.

თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები