ტერორიზმი

თეირანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

Reuters

თეირანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეიარაღებული პირები ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში დღეს დილით შეიჭრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმებში 3 ან 4 ადამიანი მონაწილეობდა. პარლამენტში ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა დაცვის თანამშრომლები, არიან დაჭრილებიც.

თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო,

თავდასხმებს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები