ავტოსაგზაო შემთხვევა

მცხეთაში მიკროავტობუსი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა

Getty Images

მცხეთაში მიკროავტობუსი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები