ავიაცია

Ryanair-ი პირველი ივნისის შუაღამემდე დაჯავშნილ ბილეთებზე 25%-იან ფასდაკლებას აწესებს

Ryanair

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 1 ივნისის შუაღამემდე (GMT) დაჯავშნილ 1 მილიონზე მეტ ავიაბილეთზე 25%-იან ფასდაკლებას აწესებს.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია აღნიშნულ ფასდაკლებას აწესებს დღეს შეძენილ ბილეთებზე, რომლებიც 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის შუალედში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ყველა აეროპორტიდან, ევროპის მიმართულებით შესრულდება. ამ ფასდაკლებით ყველაზე იაფი რეისის ღირებულება £9.99-დან იწყება. 

RYANAIR-ის ფლოტი დღეისთვის 320 Boeing 737-ისგან შედგება, კომპანია 2017 წელს დამატებით 153 Boeing-ის შეძენას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანიამ 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მისი მოგება 6%-ით გაიზარდა და მან $1.3 მილიარდს მიაღწია.

RYANAIR-ი მომდევნო ორი წლის მანძილზე ბილეთების ღირებულების 5-7%-ით შემცირებას გეგმავს.

კომენტარები