საქართველოს პატრიარქი

პრემიერი: მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ჩვენი ემიგრანტები პატრიარქისგან იღებენ

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეული ჩვენი თანამემამულის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმიდესობას, იმისთვის, რომ ის მთელი ამ 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენი პატრიარქისგან. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ განსაკუთრებული სითბოსთვის და განსაკუთრებული ზრუნვისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები