19 მაისს თბილისის 8 უბანს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

19 მაისს თბილისის 8 უბანს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება - ინფორმაციას თელასი ავრცელებს. კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბეთის, მესხეთის, ყარყარაშვილის, კვალის, ტოლენჯის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ნიშნიანიძის, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, დადიანის, ყავლაშვილის, ცინცაძის, ვერცხლის და ოქრომჭედლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, შატილის, ჟღენტის, გამრეკელის და პიკასოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, იაროსლავის, ბენაშვილის და  ოსიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია თელასის განცხადებაში.

კომენტარები