თუ თქვენი პაროლია 123456 მის დაუყოვნებლივ გამოცვლას გირჩევთ. უსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Keeper Security-ის კვლევის მიხედვით, გლობალურად პაროლების 17% 123456-ზე მოდის. კომპანიამ 10 მილიონი პაროლის შესწავლის შედეგად ყველაზე გავრცელებული პაროლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
მსოფლიოში 25 ყველაზე გავრცელებული პაროლი:
- 123456
- 123456789
- qwerty
- 12345678
- 111111
- 1234567890
- 1234567
- password
- 123123
- 987654321
- qwertyuiop
- meynoob
- 123321
- 6666666
- 18atcskd2w
- 7777777
- 1q2w3e4
- 654321
- 555555
- 3rjs1la7qe
- 1q2w3e4r5t
- 123qwe
- zxcvbnm
- 1q2w3e
ამ პაროლების სიმარტივე ჰაკერებს პერსონალური მონაცემების მოპარვას უმარტივებს, რასაც ყოველწლიურად გლობალურად რამდენიმე ათეული მილიარდის ზარალი მოაქვს.
ანალიტიკოსების შეფასებით, პაროლების პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა მათზე სრულად უარის თქმა და მათი ავტორიზაციის სხვა მეთოდებით ჩანაცვლება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით სწრაფად მზარდია თითის ანაბეჭდის, სახის ფორმის ან თვალის გუგის სკანერის გამოყენებაა. აღნიშნული მონაცემები პრაქტიკულად გაუყალბებელია და პაროლებისგან განსხვავებით არ არსებობს ალბათობა რომ ერთი და იგივე ანაბეჭდით, ანუ ავტორიზაციის მეთოდით ორი ან მეტი ადამიანი ისარგგებლებს.