ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ფილიპი შემოდგომიდან სამეფო უფლებამოსილებაზე უარს ამბობს

Getty Images

ინგლისის დედოფალ ელისაბედის მეუღლე - ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი, შემოდგომიდან სამეფო უფლებამოსილებისგან თავისუფლდება.

ინგლისის სამეფო ოჯახის პრესსპიკერის ცნობით, გადაწყვეტილება პრინცმა ფილიპმა დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა მისივე თქმით, დედოფალმა ელისაბედმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ედინბურგის ჰერცოგი ამ დრომდე ჩანიშნულ შეხვედრებს, რომლებიც აგვისტომდე პერიოდში გაიმართება არ გააუქმებს და დაესწრება, თუმცა ღონისძიებებზე ახალ მოწვევებს აღარ მიიღებს.

ცნობისთვის, პრინც ფილიპს 10 ივნისს 96 წელი უსრულდება.

კომენტარები