თურქეთი

ციურიხში თურქეთის საკონსულოს საღებავებით სავსე ბოთლები ესროლეს

dailysabah.com

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში უცნობმა პირებმა თურქეთის საკონსულოს საღებავით სავსე ბოთლები ესროლე და ახლოს მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე წარწერა დატოვეს - "მოკალი ერდოღანი".


ფოტო: dailysabah.com


ციურიხში თურქეთის გენერალური კონსულის თქმით, შენობაზე თავდასხმა სულ მცირე 60 ადამიანმა განახორციელა. ინციდენტის შედეგად კი არავინ დაშავებულა, რადგან თავდასხმა არასამუშაო დღეს მოხდა.

თურქული პრესის ცნობით, თავდასხმაში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

კომენტარები