ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რურუა: როგორც ჩანს, პარლამენტის სპიკერმა სიტყვა "დესტრუქციულის" მნიშვნელობა არ იცის

სიტყვა "დესტრუქციულის" მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ჩვენმა პარლამენტის სპიკერმა, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ამ თანამდებობას, არ იცის. თუ ჩაიწერა ეს ცვლილებები იქნება ერთპიროვნული, უვიცი, კორუმპირებული მმართველობა. ამას წარმოადგენს დღეს ეს ყმაწვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუა, ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, რომელმაც "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ინიციატივა, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ჩატარდეს პლებისციტი, დესტრუქციულ ნაბიჯად შეაფასა

კომენტარები