ნარკოდანაშაული

ნიუ-იორკში, 2 პირს ტანსაცმლის ქვეშ, ფეხებზე შეფუთული 10 კგ კოკაინი გადაჰქონდა

Us customs and border patrol

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კონტროლის დეპარტამენტის წევრებმა, ნიუ-იორკის აეროპორტში 2 მამაკაცი ნარკოტიკების გადატანისთვის დაიჭირეს.

დაკავებულებს დომინიკის რესპუბლიკიდან ნიუ-იორკში, 10 კილოგრამი კოკაინი ტანსაცმლის ქვეშ, ფეხებზე შეფუთულ მდგომარეობაში გადაჰქონდათ.

საზღვრის კონტროლის დეპარტამენტის წევრების თქმით, მსგავსი შემთხვევა ერთი თვის წინაც ჰქონდათ, რა დროსაც ტანსაცმლის ქვეშ შეფუთული კოკაინის გადატანისთვის 2 პირი დააკავეს.

10 კილოგრამი კოკაინის გადატანისთვის დაკავებულები, ერთი რეისით მგზავრობდნენ. თუმცა, მათ შორის კავშირი ამ დროისთვის, დადასტურებული არ არის.

კომენტარები