სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ბოკერია: ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ებრძვის აგენტურას

ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და ებრძვის სახელმწიფოს აგენტურას, რომელიც ებრძვის ტერორიზმს. აქ არის სამსახური, რომელიც მხოლოდ მმართველი ძალის და არაფორმალური მმართველის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის არის მიმართული. გვქონდა კითხვები - რა ხდება კონტრდაზვერვის მიმართულებით, რატომ არის სუს-ი პოლიტიკური ოპონენტებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო კონტროლში ჩართული და არა ქვეყნის ინტერესების დაცვაში. ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პოლიტიკურად თავხედური და ცინიკური დამოკიდებულება იყო პოლიტიკური გამოსვლების დახურვაც.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოხსენებისას, პარლამენტის სხდომის დახურვაზე.

კომენტარები