კონსტიტუცია

კობახიძე: კონსტიტუციას დაემატება თავი ევროინტეგრაციის შესახებ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონსტიტუციას ემატება მეთერთმეტე თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.

"კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი - გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.

საგარეო კურსის თვასაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას, თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ეს განცხადება კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის ბოლო, დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები