ფრენები

სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები შესრულდება

creteislandgreece.com

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია Ellinair რეგულარულ საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. ასევე ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით.

"სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 15 მაისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო ჰერაკლიონსა (კუნძული კრეტა) და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 16 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. ფრენები Boeing B737, Airbus A319, Airbus A320 და Avro RJ85 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ზემოთაღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.


Ellinair საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. 

კომენტარები