ფშავში სოფელ თვალივში ხანძარია. როგორც ტაბულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, ფერდობზე 2 ჰექტარია დამწვარი და ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა მუშაობს.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი მალე ლოკალიზდება.
გამომწვევი მიზეზების გასარკვევად ტაბულა შსს-ს უკავშირდება.





