ასაკი

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

AFP

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალურად, იტალიელი ემა მორანო იყო ბოლო ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნეში, 1899 წელს დაიბადა. ის სამ საუკუნეს მოესწრო.

ემა მორანო საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკას და დიეტას უკავშირებდა. ის ყოველდღიურად სამ კვერცხს ჭამდა, აქედან ორი - უმი იყო.

ემა მორანო იტალიის 90-ზე მეტ ხელისუფლებას მოესწრო. მას ჰყავდა შვიდი და-ძმა. ასევე, შვილი, რომელიც 6 თვის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები