გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: თეთრუშვილის თხოვნით, მამა გიორგი გველის შხამს ეძებდა

newposts.ge

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ე.წ ციანიდის საქმეში, ბრალდების მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძემ 2016 წლის აგვისტოში ციანიდის მოძიებაში დახმარებას მასაც სთხოვდა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზის და პროკურატურის მოწმის მიმოწერის და სატელეფონო საუბრის ექსპერტიზით დადგინდა, რომ დეკანოზი მოწმეს არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნას სთხოვდა.

"იმ ადამიანის შეტყობინებები სხვადასხვა ქვეყანაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ის ითხოვდა გველის სხამს და არა ციანიდს, აღმოჩნდა, რომ ციანიდიც და გველის შხამიც მისთვის ერთი გაგების ყოფილა" - ამბობს რამიშვილი.

კითხვაზე, რაში სჭირდებოდა გიორგი მამალაძეს გველის შხამი, ადვოკატი პასუხობს, რომ "იგი ითხოვა ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა".

კითხვაზე, რათ უნდოდა პატრიარქის მდივან-რეფერანტს გველის შხამი, მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ "კონკრეტულად არავინ არ იცის, ვინ რას და რისთვის სთხოვს, უბრალოდ, სთხოვა".

მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას და ამ მიზნით, ციანიდის შეძენას ედავებიან.

კომენტარები