ოკუპირებული ტერიტორიები

სახ. დეპ: ვგმობთ არალეგიტიმურ რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

EPA

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე."- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში ასევე წერია, რომ აშშ გმობს 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს  9 აპრილს რეფერენდუმის ჩატარებას სამხრეთ ოსეთის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთს - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია უნდა დაერქვას. ჩვენ ასევე ვგმობთ და  არ ვაღიარებთ იმ არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელის აფხაზეთში გაიმართა 12 და 26 მარტს და სევე იმ არჩევნების, რომელის დაგეგმილია 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში. ეს არალეგიტიმური არჩვენები და რეფერენდუმი იმართება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ არის მკაფიო და თანმიმდევრული. ეს რეგიონები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.“- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას?"

რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები