საქართველოს ელჩი გაეროში Trump International Hotel-ს აქებს. კახა იმნაძე საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ ეს საუკეთესო სასტუმროა, რომელშიც კი ამერიკაში ყოფნის დროს დარჩენილა.
"Trump International Hotel-ი ვაშინგტონში, დიდებული #სასტუმროა, ჯერ-ჯერობით ეს საუკეთესო სერვისის მქონე სასტუმროა, რაც შეერთებულ შტატებში მინახავს! ასე გააგრძელეთ #მოგზაურობა", - წერს ელჩი.
ელჩის თვითს მრავალი გამოხმაურება აქვს, ერთ ერთი გამოხმაურება ასეთია: "სასტუმროში დარჩენის ხარჯებს მთავრობა გიფარავთ?" სხვა კომენტარებში კი გაეროში საქართველოს ელჩს მლიქვნელობისთვის აკრიტიკებენ.