სირიის კრიზისი

კრემლი: აშშ-ის თავდასხმა სირიაზე აგრესიაა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ

ვლადიმირ პუტინი
newsweek

"ამერიკის სამხედრო თავდასხმა სირიის რეჟიმის აეროდრომზე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებს", - განცხადებას კრემლი ავრცელებს.

"რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ამერიკული თავდახმები სირიის წინააღმდეგ არის აგრესია სუვერენული სახელმწიფოს მიმართ და არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. სირიის არმიას არ აქვს ქიმიური იარაღი, მათი განადგურება დაადასტურა გაეროს წარმომადგენლობამ. პრეზიდენტ პუტინის მოზარებით, ტერორისტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად აუარესებს სიტუაციას.

ვაშინგტონის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც ისედაც სავალალო მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ნაბიჯს არ მივყავართ ჩვენი დიადი მიზნისკენ, რომ ვებრძოლოთ საერთაშორისო ტერორიზმს", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, ამის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

კომენტარები